სურსათის უვნებლობის სფეროს გაუმჯობესებისთვის საქართველო გერმანიასთან ითანამშრომლებს

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან (BfR) თანამშრომლობას აღრმავებს. მხარეებმა გერმანიაში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სურსათის უვნებლობის კუთხით რისკის შეფასების ძლიერი ქსელის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ორი ინსტიტუტის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სისტემის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას და, შესაბამისად, ორივე ქვეყანაში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვას

მემორანდუმის ფარგლებში ინფორმაციის გაცვლის და კომუნიკაციის მექანიზმი ჩამოყალიბდება, შემუშავდება ახლი პროგრამები და თანამშრომლების კვალიფიკაცია ამაღლება. სევე ერთობლივი სემინარების და ტრენინგების გამართვაც იგეგმება

მნიშვნელოვანია საქართველოში ქიმიური, მიკრობიოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევების განვითარება, როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის რისკის შეფასების მიმართულებით. გერმანელი კოლეგების გამოცდილება დაგვეხმარება საქართველოში აღნიშნული სფეროების გაძლიერებაში - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ

გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტში, ლევან უჯმაჯურიძე შეხვდა BfR-ის პრეზიდენტს, ანდრეას ჰენზელს, აღამსრულებელ დირექტორს, მაგნუს იეგერს და გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს რეგიონალურ დირექტორს, შტეფან ჰუბნერს. მხარეებმა სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით კვლევების გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრეს. როგორც შტეფან ჰუბნერმა აღნიშნა, საქართველოსთვის სურსათის უვნებლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია, როგორც ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის.

33

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის აგვისტო

 

რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათა სეზონურად გაძვირდა. წლიდან წლამდე კალათის...

აღდგენილი და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის აგვისტო

 

გასულ თვეში აღდგენილსა და ქართულ (შინამეურნეობებსა და ექსტენსიურ ფერმებში ნაწარმ...

ინტენსიური ფერმის ინდექსები - 2019 წლის აგვისტო

 

წინა წლების პოზიტიური დინამიკა წელსაც გრძელდება. წლიურ ზრდასთან ერთად, კვლავ შეი...