სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების სფეროში ახალი რეგულაციების შემოღება იგეგმება

2012 წლის პირველი იანვრიდან სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების სფეროში ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება, რომელიც ამ სფეროში თამაშის ახალ წესებს დაამკვიდრებს. მთავრობის დადგენილების პროექტი - „ სურსათის /ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, არეგულირებს იმ პირთა საქმიანობას და მათ მიერ სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებულად წარმოების წესს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენენ ოჯახური წარმოების სუბიექტს - ფიზიკურ პირს და ახორციელებენ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად წარმოებას არაორგანიზებულად ან პირადი მოხმარების მიზნით.  

ნორმატიული დოკუმენტი უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს ოჯახური წარმოების სუბიექტის სტატუსს და მის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი პროდუქტის  წარმოებისა და მიწოდების წესებს. დადგენილების პროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი პროდუქტის  წარმოება წარმოადგენს არაორგანიზებულ წარმოებას, თუ  ოჯახური წარმოების სუბიექტის  საკუთრებაშია,  ფლობს  ან/და აწარმოებს ერთ-ერთს მაინც:

ა) ფრინველი  -  300 ფრთა ან/და მისგან მიღებული კვერცხი;

ბ) ფუტკრის სკა - 10 ერთეული;

გ) ბოცვრისნაირები - 30  სული;

დ)საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებული მსხილფეხა საქონელისგან მიღებული რძე და რძის ნაწარმი, იმ შემთხვევაში, თუ მსხვილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 5  სულს;

ე)საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებული წვრილფეხა საქონელისგან მიღებული რძე და რძის ნაწარმი, იმ შემთხვევაში, თუ  წვრილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 15  სულს;

ვ) არაუმეტეს 0,25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

დადგენილებით განსაზღვრული ოჯახური წარმოების სუბიექტზე არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული:

ა)  სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლი;

ბ) აღიარება;

გ) სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესი;

დ) ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი;

ე) მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

ამასთან,  ამ სუბიექტზე ვრცელდება, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მასთან დაკავშირებული დებულებები.

დადგენილებით ოჯახური წარმოების სუბიექტს შეუძლია არაორგანიზებული წარმოების ცხოველური  და მცენარეული პროდუქტი, გარდა პირადი მოხმარებისა, პირდაპირ მიაწოდოს საბოლოო მომხმარებელს აგრარულ ბაზარზე განთავსებით, ადგილიდან, კომუნიკაციის დისტანციური საშუალებების გამოყენებით და საბოლოო მომხმარებლის მიერ შეთავაზებულ ადგილზე მიტანით.

ასევე დასაშვებია არაორგანიზებული წარმოების სურსათი/ცხოველის საკვები მიეწოდოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორს, რომელიც ამ შემთხვევაში თავის მხრივ ვალდებულია განახორციელოს სურსათის/ცხოველის საკვების პირდაპირი მიწოდება მხოლოდ საბოლოო მომხმარებელზე.

ამ ბიზნესოპერატორმა ასევე უნდა უზრუნველყოს ოჯახური წარმოების სუბიექტის მიერ არაორგანიზებული წარმოების სურსათის/ცხოველის  მიკვლევადობა,  ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს  არაორგანიზებული წარმოების სურსათი/ცხოველის საკვების შესახებ, რომელსაც თან უნდა  ახლდეს, სულ მცირე,   ოჯახური წარმოების სუბიექტის რეგისტრაციის ნომერი.

თავად ოჯახური წარმოების სუბიექტი ვალებულია:

 ა) რეგისტრაცია გაიაროს სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოში;

 ბ) შეასრულოს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;

 გ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

 დ) შეასრულოს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს  მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს;

 ე) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

 ვ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

დადგენილების მიზანია ხელი შეუწყოს სურსათის წარმოების სფეროში საქმიანობის სამართლიანი წესების დამკვიდრებას, ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას, არათანაბარი კონკურენციის აღმოფხვრას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. ფრიად მნიშვნელოვანია დადგენილების პროექტის შემუშავების ეტაპზე ბიზნეს სექტორის, დარგობრივი ასოციაციების, არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობა მის განხილვაში.

 

 

65

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ოქტომბერი

 

სამომხმარებლო ფასების ზრდა ოქტომბრის თვეშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი და საქართველო - 2019 წლის ოქტომბერი

 

საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი ფხვნილი კვლავ გაძვირებულია. საერთაშორისო ბაზა...

საქართველოში პირველი მესაქონლეობის ექსპო გაიმართა

2019 წ. 26 ოქტომბერს, საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და საქართველოს მერძევ...

 

comments powered by Disqus