თბილისში ადგილობრივი წარმოების ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მარკეტი „წერტი“ გაიხსნა

 

თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე, ქართული წარმოების პროდუქციის თანამედროვე სტანდარტის მაღაზია გაიხსნა. ამ ბრენდირებულ მაღაზიას „წერტი“ ჰქვია, სადაც მომხმარებელს კომპანიის „აგროქიზიყი“ და მისი პარტნიორი ფერმერების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზის, კახური თონის პურისა და სხვა პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნება. ქართული პროდუქციის გარდა აღნიშნულ მარკეტში ნახევარფაბრიკატებიც ქნება წარმოდგენილი.

„კონკურენტუნარიანი და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კონცეფცია ფერმიდან-სუფრამდე მთელ მსოფლიოში ვითარდება და ძალიან პოპულარულია. მისი არსი, პირველადი წარმოებიდან მომხმარებლამდე, ჯანსაღი და უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველყოფაა. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მოკლეა პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი, მით უფრო ახლოა მომხმარებელი მწარმოებელთან, ფერმერთან, შესაბამისად, მათ შორის კომუნიკაცია მეტია, პროდუქციის ხარისხი კი უკეთესი. მსგავსი კონცეფციის, თანამედროვე სტანდარტის მაღაზიების თუ სავაჭრო ობიექტების არსებობა, ერთი მხრივ, სტიმულია ადგილობრივი ფერმერებისთვის აწარმოონ მეტი ხარისხიანი პროდუქცია და მარტივად მოახდინონ მისი მომხმარებლამდე მიტანა და რეალიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ერთ სივრცეში შეიძინოს ადგილობრივი წარმოების, ჯანსაღი, მაღალი ხარისხის სასურსათო პროდუქცია,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა კომპანია „აგროქიზიყის“ პირველი ბრენდული მაღაზიის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე.

კომპანია „აგროქიზიყის“ მიერ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 400 000 ლარს შეადგენს. კომპანია „აგროქიზიყი“ 2011 წელს, დედოფლისწყაროში დაფუძნდა. წლების განმავლობაში, კომპანიამ ფერმერთა მომსახურებისა და სერვისების სპექტრი გააფართოვა. „წერტი“ კომპანია „აგროქიზიყისთვის“ ადგილობრივი წარმოების სასურსათო პროდუქციის პირველი ბრენდული მაღაზიაა.

254

 

მსგავსი

 

პირუტყვის ხორცს სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქტებიდან მეორე ადგილი უკავია

 

2019 წლის II კვარტალში საქართველოში 54 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდ...

1 სექტემბრიდან სურსათის არასწორი ეტიკეტირების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან

 

საქართველოში სურსათის ეტიკეტირების ახალი წესები მოქმ...

ცხოველთა სასაკლაოების სტატისტიკა 2019 წლის II კვარტალის მდგომარეობით

 


2019 წლის II კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სა...

 

comments powered by Disqus