თეიმურაზ პაქსაშვილმა ადგილობრივი ჯიშის პირუტყვი შვეიცარული შვიცებით ჩაანაცვლა

 

თეიმურაზ პაქსაშვილმა მერძევეობის ფერმა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში გააკეთა. მაშინ მისი ფერმის ძირითად ბირთვს კავკასიური წითელი წაბლას ჯიშის ძროხები წარმოადგენდნენ. თუმცა წლების განმავლობაში პირიტყვი თანდათან მაღალპროდუქტიული ჯიშით შეცვალა. ამ დროისთვის პაქსაშვილის ფერმაში 30 შვიცის ჯიშის ძროხაა და სულადობის გაზრდა კიდევ იგეგმება.

„დიდი ხანია უკვე მეცხოველეობის ფერმა გვაქვს. თავიდან ადგილობრივი ჯიშები გვყავდა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა განვაახლეთ ჯიშები. ამ დროისთვის სულ შვიცები გვყავს. ასევე ჰოლანდიური ძროხებიც ვცადეთ, მაგრამ რადგან რბილი ჩლიქი აღმოაჩნდათ და ჩვენთან კი მთიანი რეგიონია, ვერ მოახდინეს ადაპტაცია და საბოლოოდ შვიცებზე ჩამოვყალიბდით. გვინდა, რომ სულადობა 50-მდე გავზარდოთ“, - ამბობს თეიმურაზ პაქსაშვილი.

ფერმაში დაქირავებილი მუშახელი არ ჰყავთ.  ოჯახის ყველა წევრი პირუტყვის მოვლაშია ჩართული. ამ დროისთვის ფურებს ხელით წველიან, თუმცა სულადობის გაზრდის შემდეგ საწველი მოწყობილობის შეძენას გეგმავენ. პაქსაშვილის ფერმას ძირითადად მერძევეობის მიმართულება აქვს, თუმცა მოზარდი პირუტყვის მეხორცული მიმართულებით რეალიზაციას პერიოდულად ეწევიან.

საკვები ბაზის მოსამზადებლად მწირი მიწების ფლობის გამო, პირუტყვისთვის საკვებს ძირითადად ყიდულობენ. პაქსაშვილის შვიცების საშუალო წველადობა თითოეულო მეწველ ფურზე 15 ლიტრია. ფერმის ინფრასტრუქტურა ძველია, მაგრამ ფერმერის სურვილია, რომ შენობა-ნაგებობები ეტაპობრივად განაახლოს. ამ დროისთვის ფერმერი სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით არ სარგებლობს, თუმცა საერთაშორისო დონორების დახმარების პროგრამებში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს.

153

 

მსგავსი

 

ინოვაციებით და მაღალპროდუქტიული საქონლით დაკომპლექტებული „თეთრი ფერმა“ რძის ბაზარზე შედის

 

შპს „თერი ფერმა“-ში უკვე ჩამიყვანეს 200 ჰოლშტეინი და სიღნაღის მუნიცი...

თეთრიწყაროში გოჩა თუშიშვილმა 110 სულიანი თანამედროვე ფერმა შექმნა

 

გოჩა თუშიშვილმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბაღეთში მეცხ...

 

comments powered by Disqus