თელავური ყველის საწარმო „შუამთა“ ქართული რძის ნიშანს ფლობს

 

ინდივიდუალურმა მეწარმე ლევან ბეჯანიშვილმა 2007 წელს ყველის წარმობა დაიწყო, პროდუქტს კი „შუამთის“ ბრენდით უშვებს. წარმოება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში მდებარეობს. „შუამთა“ ყველის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა. სულგუნი, შებოლილი სულგუნი, სულგუნი სხვადასხვა ინგრედიენტებით და პრესილი ყველი სხვადასხვა ინგრედიენტებით - ყველა ამ ყველის ყიდვა მომხმარებელს „შუამთის“ ბრენდით შეუძლია.

საწარმოში ამ დროუსათვის სულ 15 ადამიანი დასაქმებული. ყოველდღიურად შეგროვებული  და გადამუშავებული რძის მოცულობა 1-1,5 ტონას შეადგენს. ნედლი რძის შეგროვებას საწარმო ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ახორციელებს. ფშაველი, სანიორე, ლალისყური, ლაფანყური - ეს ის სოფლებია, საიდანაც ნატურალური რძიტთ  საწარმო  მარაგდება.

რაც შეეხება, სურსათის უვნებლობასა და სურსათის ჰიგიენის სტანდარტებს, არსანიშნავია, რომ  ი.მ. ლევან ბეჟანიშვილს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP- Hazard Analysis and Critical Control Point) უკვე დანერგილი აქვს.

22

 

მსგავსი

comments powered by Disqus