თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროგრამა ქართველი ფერმერებისთვის

2016 წლის მარტიდან აგვისტომდე ქართველი ფერმერების ჯგუფისთვის რძის წარმოების სასწავლო სემინარები ჩატარდება. სემინარებს  რძის თანამედროვე წარმოების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ უკრაინასა და საქართველოში.

სემინარები  ორგანიზებულია პროექტის - სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში, ცოდნის გადაცემის გზით (მეორე ფაზა) ფარგლებში, უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  მიერ.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების ჰარმონიზაციის პროცესში, საქართველოს აგრობიზნესს და რძის გადამამუშავებელ კომპანიებს სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება ესაჭიროებათ  ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

სემინარები მოიცავს 4 მოდულს:

  1. 13-23 მარტი, 2016: ცხოველთა გამრავლება და ჯანმრთელობა
  2. 13-23 მარტი, 2016: ცხოველთა კვება, საკვების ბაზის მომზადება და წარმოება
  3. აგვისტო, 2016: მოზარდი ცხოველის გამოზრდა
  4. აგვისტო, 2016: ფერმის მართვა. წარმოების ეკონომიკა და რძის ხარისხი

აგრეთვე, კურსის ფარგლებში  ორგანიზებული იქნება უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის მეურნეობებში ვიზიტები პრაქტიკული სწავლებისა და რძის ბიზნეს სტრუქტურის შესასწავლად.

სემინარების მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ გაეცნონ რძის წარმოების მსოფლიო გამოცდილებას და ანალოგიური სისტემის შექმნის საშუალებებს საქართველოში, ასევე, გაიგონ უფრო მეტი რძის წარმოების  ყველაზე ეფექტიანი  ტექნოლოგიების შესახებ.

 

1200

 

მსგავსი

 

კონფერენცია „მერძეული და მეხორცული ჯიშების ექსპო“

ხვალ, 21 ნოემბერს თბილისში გაიმართება კონფერენცია  სახელწოდებით „მერძეული და...

როგორი იქნება ფასები საკვებზე ახალ მარკეტინგულ წელიწადში?

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) „სოფლი...

საქართველოს მერძევეობის ასოციაციამ ახალი აღმასრულებელი დირექტორი აირჩია

საქართველოს მერძევეობის ასოციაციას, რომელიც ინტენსიური...

 

comments powered by Disqus