თეთრიწყაროში გოჩა თუშიშვილმა 110 სულიანი თანამედროვე ფერმა შექმნა

 

გოჩა თუშიშვილმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბაღეთში მეცხოველეობის ფერმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ შექმნა და ამ დრომდე მერძეულ და მეხორცულ მიმართულებას თანაბრად ავითარებს. მიმიდნარე დროისთვის მის ფერმაში არსებული სულადობა მეწველიან მოზარდიანად 110 სულს აღწევს.

თუშიშვილის ფერმაში 20 შვიცი და 10 ჰოლანდიური შავ-ჭრელია მეწელი, დანარჩენი 80 კი მოზარდი, რომლებიდანაც ზოგი ფერმის მერძეულ მიმართულებას გააძლიერებს, ნაწილი კი მეხორცული მიმართულებით  გადაინაცვლებს.

სეზონზე თუშიშვილის ძროხები დღის განმავლობაში 500 ლიტრამდე იწველიან, მიუხედავად იმისა რომ ფერმის ნაწილი თანამედროვედაა მოწყობილი, ჯერ საწველი დარბაზი არ აქვთ და ფურებს 4 ცალი საწველი აპარატით წველიან. ფერმაში 10 ადამიანი დასაქმებული და მომავალში როდესაც გაფართოვდებიან, კიდევ უფრო მეტ მუშახელს დაიმატებენ. ფერმაში ძროხები სეზონურად ბაგურ კვებაზეც არიან და საძოვრებზე გაშვების საშუალებაც აქვთ.

როგორ თუშიშვილი ამბობს, მათი ფერმის განვითარება რამდენიმე კომპლექსურ  საკითხზეა დამოკიდებული: „ ჩვენი განვითარებისთვის საჭიროა იაფი კრედიტები, რომ საჭირო ტექნიკა და კარგი საქონელი შევიძინოთ. ამას გარდა, გვაქვს სარწყავების პრობლემა და საქონლისთვის ვერ მოგვყავს ხარისხიანი საკვები. პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფო არ გვაძლევს ან ძალიან ძვირად გვაძლევს საძოვრებს და სულ ბოლოს კვალიფიციური მუშახელიც პრობლემაა, წესიერ მომვლელსაც კი ვერ იპოვი, სულ თვალყურის დევნება უნდა“, - აღნიშნავს თუშიშვილი.

თუშიშვილი რძის ჩაბარებაზე წვრილ გადამამუშავებლებთან თანამშრომლობს, თუმცა უახლოს ხანში საკუთარ მინი საწრმოს შექნის, სადაც სულგუნის დამზადებასა და რძის ჩამოსხმას დაიწყებს. 

165

 

მსგავსი

comments powered by Disqus