თეთრიწყაროში სოფლის განვითარების პროექტების გახსნისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება გაიმართა

 

ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წარმატებით დაასრულა სოფლის განვითარების საგრანტო პროგრამის ორი ფაზა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 65 სოფლის განვითარების პროექტი, რომელთა ღირებულებამაც ჯამში 5 მლნ ლარი შეადგინა (თანხის 35% პროცენტი ბენეფიციართა წვლილმა შეადგენა). შერჩეული სოფლის განვითარების პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დასაქმებულთაგან 40% კი ქალი იქნება.

სოფლის განვითარების პროექტების გახსნის ღონისძიებაზე, მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, კატალინ გერმანი, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის თავჯდომარე (RDFG), ვანო გრიგოლაშვილი, გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე, ვალერიან მჭედლიძე და KFW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი, კლაუს ვიგელი.

სოფლის განვითარების ღონისძიების მეორე ნაწილი ქალაქ თეთრიწყაროში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობისათვის აღჭურვილობის ოფიციალურად გადაცემის ღონისძიებასა და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, RDFG-ის მიერ განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების გამოფენას. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში სტუმრები სოფელ ჯორჯიაშვილში საკვები პროდუქტების გადასამუშავებელი კომპანია „ჩებას“ გახსნის ღონისძიებასაც დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, RDFG-ის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა საქართველოში ევროკავშირის LEADER მიდგომისა და სოფლის განვითარების პროცესში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) აქტივობების მნიშვენლობას გაუსვა ხაზი. ამასთან, LAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ტიკურიშვილმა LAG-ზე, მის ინიციატივებისა და მთავარი მიღწევების შესახებ ისაუბრა. თეთრიწყაროს LAG მულტისექტორული თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ხელი შეუწყოს თეთრიწაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას დაბალანსებული, მონაწილეობითი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მეშვეობით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

 

 

 

110

 

მსგავსი

 

გერმანიაში ორგანული (ბიო) რძის ფასი თვითღირებულებას ვერ ანაზღაურებს

ფერმერების მიერ გაწეული საწარმოო დანახარჯების მხოლოდ 79%  კომპენსირდება ფასით. მწარმოებლის ყ...

 

comments powered by Disqus