თიანეთში არსებული თანამედროვე ფერმა „ლაქტია“ რძის წარმოებას ორ თვეში დაიწყებს

თიანეთის სოფელ ზემო ნაქალაქარში მერძეული ფერმა შპს „ლაქტია“ 2017 წელს შეიქმნა. ერთი კვირის წინ ახალი საქონელი დაიმატეს და სულადობა ასორმოცდაერთამდე გაზარდეს. ამ დროისთვის 5 მეწველი ფური ჰყავთ, თუმცა მაისის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე დანარჩენი საქონელის შობადობაც დაიწყება და ფერმაც მთელი სიმძლავრით ამოქმედდება.

„ფერმა 80 პროცენტი ჩვენი ფინანსებით შევქმენით, დანარჩენი 20%-ი კი იყო თიბისი ლიზინგი, რომლიც  დახმარებით დანადგარები შევიძინეთ. პირველ ეტაპზე სულადობა მცირე გვყავდა. მაშინ საწველ დარბაზთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნა, თუმცა დავძლიეთ ეს პრობლემები და ახალი საქონელიც დავიმატეთ. დღეს უკვე ყველაფერი წესრიგშია. მაისის ბოლოდან ველოდებით რომ საქონელი მოგებას დაიწყებს და რძის ბაზარზე ჩვენც გამოვჩნდებით“, - ამბობს „ლაქტია“-ს მთავარი სპეციალისტი ივერი პარკაძე.

ფერმა 4 ჰექტარ ნაკვეთზეა განთავსებული სადაც მომავალი განვიტარებაც უკვე დაგეგმიალი აქვთ. ამას გარდა სართიჭალასა და გამარჯევებაში იჭარით აღებულ მიწებს ამუშავებენ და პირუტყვის გამოსაკვებად სილოსსა და სენაჟს თვითონვე ამზადებენ. ფერმაში მუდმივად 7 ადამიანი მუშაობს, სეზონურად კი დასაქმებულების რაოდენობა თხუთმეტამდე იზრდება. რძის ჩაბარებაზე წინასწარი მოლაპარაკებები „სოფლის ნობათთან“ ჰქონდათ და ამ კომპანიასთანვე გეგმავენ გრძელვადიან თანამშრომლობას.

„ლაქტია“-ში მთლიანად მაღალპროდუქტიული საქონელი ჰყავთ. როგორც ფერმის წარმომადგემლებია ამბობენ, წითელ და შავ ჰოლშტეინებს თიანეთის კლიმატურ პირობებტან ადაპტირება არ გასჭირვებიათ.

ფერმაში 24 ადგილიანი პოლონური წარმოების საწველი დარბაზი აქვთ და ჯერჯერობით ნახირის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას არ ფლობენ, თუმცა მომავალში კიდევ უფრო თანამედროვე საწველი დარბაზის დამონტაჟებას აპირებენ და თანამედროვე ფერმისათვის საჭირო ნახირის მართვის პროგრამასაც შეიძენენ.

250

 

მსგავსი

 

ინოვაციებით და მაღალპროდუქტიული საქონლით დაკომპლექტებული „თეთრი ფერმა“ რძის ბაზარზე შედის

 

შპს „თერი ფერმა“-ში უკვე ჩამიყვანეს 200 ჰოლშტეინი და სიღნაღის მუნიცი...

თეთრიწყაროში გოჩა თუშიშვილმა 110 სულიანი თანამედროვე ფერმა შექმნა

 

გოჩა თუშიშვილმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბაღეთში მეცხ...

კახა მზარელუას თანამედროვე ფერმა ფუნქციონირებას შემოდგომიდან დაიწყებს

 

მინდინარე წლის შემოდგომიდან საქართველოს მეცხოველეობის სექტორს კიდევ ერთი თანამედ...

 

comments powered by Disqus