ტრენინგები „მერძეული ფერმის მართვა“ და მასტერ კლასები „ძროხების მოვლასა და ხბოების გამოზრდაში“

 

 

 

 

რეგისტრაცია

2016 წლის 1 – 6 აგვისტოს ქ. თელავში ჩატარდება მოდულური ტრეინინგი „მერძეული ფერმის მართვა“ და მასტერ კლასები „ძროხების მოვლასა და ხბოების გამოზრდაში“

 

სემინარებსა და მასტერ-კლასებს სასწავლო მოდულებში: „მოვლა, მოწველა, ხბოების გამოზრდა“, „ფერმის მართვა, წარმოების ეკონომიკა და რძის ხარისხი“ ჩაატარებენ მერძეული მეცხოველეობის საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან თანამედროვე მეთოდებზე და რძის ეფექტიანი წარმოების  მიდგომებზე.

ტრეინინგში მონაწილეები პრაქტიკაში გაეცნობიან:

  • მერძეულ ფერმებში რძის თვითღირებულების შემცირების თანამედროვე  შესაძლებლობებს; 
  • იმპორტირებული, მაღალ პროდუქტიული ძროხების ადაპტაციის მეთოდებს;
  • სითბური სტრესის პირობებში რეპროდუქციის გაუმჯობესების სტრატეგიებს;
  • ნივთირებების ცვლის დარღვევის დიაგნოსტიკურ მეთოდებს და  პროფილაქტიკას;
  • რძის ხარისხის გაზრდის ტექნოლოგიებს;
  • მერძეული ფერმის ეფექტიანი მართვასა და შემოსავლების გაზრდის გზებს

ტრეინინგის ფარგლებში ორგანიზებული იქნება ვიზიტები ფერმებში  პრაქტიკული სწავლებისა  და რძის ბიზნესის უკეთ გაგების მიზნით.

ტრინინგში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ფერმების ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს, რეგისტრაცია გრძელდება  ა.წ. 26 ივლისამდე.

რეგიტრაციისათვის და დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: office@georgiandairy.org

თეორიულ-პრაქტიკული მოდულური ტრეინინგის ორგანიზატორია უკრაინის რძის მეწარმეების ასოციაციის, გაერთიანებული ერების საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, პროექტის - "საქართველოს რძის სექტორში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება ცოდნის გადაცემის გზით“ - მეორე ეტაპის ფარგლებში.