ტრენინგი მერძეულ მესაქონლეობაში ეფექტურობის ასამაღლებლად

 

 

 

 

 

2018 წლის 30 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში გაიმართება ტრენინგი მერძეული ფერმის ეფექტიანი მართვის სხვადასხვა საკითხებზე. აღნიშნული ტრენინგის ორგანიზატორია- უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია პროექტის - „სურსათის ხარისხისა და უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ტრეინინგს ექნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ხასიათი. ჩატარდება მასტერკლასები, რომელსაც გაუძღვებიან უცხოელი ექსპერტები უკრაინიდან, ამერიკიდან და ესტონეთიდან.


ტრენინგი შეეხება რძის წარმოების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა:

  1. მერძეული ფერმის დაგეგმვა და მშენებლობა,
  2. საკვების დამზადება და ვეტერინარიული პრობლემები სარძეო ფერმებში,
  3. სარძეო ფერმის მართვა,
  4. ბიო რძის წარმოება,

 

მონაწილეებს რეგისტრაციისას საშუალება აქვთ აირჩიონ მათთვის საინტერესო თემა დღეების მიხედვით.

 

ტრენინგზე დასასწრებად ვიწვევთ სარძეო ფერმის მფლობელებს და პრაქტიკოს სპეციალისტებს!

რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 13 ივლისი: http://georgiandairy.org/ka/post/registration/1265

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ 598 314 241 მარიამ სალდაძე

 

comments powered by Disqus