რძის სექტორის მესამე საერთაშორისო კონგრესი 2019

 

 

 

 

 

2019 წლის 14 მარტს, თბილისში, რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი გაიმართება. ღონისძიება ორგანიზებულია  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO),  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და საქართველოს მერძევეობის ასოციაციის მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

 

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი,  საქართველოში FAO-ს წარმომადგენელის მოადგილე - მამუკა მესხი, ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელი - ანდრიი კრასუტსკიი და ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში.

 

ღონისძიებაზე გაიმართება 2018 წელს მესაქონლეობის შესახებ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის კონკურსზე გამარჯვებულების დაჯილდოვება. 

 

კონგრესში მონაწილეობას  მიიღებს სარძეო კომერციული ფერმების, გადამამუშავებელი საწარმოების, დარგობრივი ასოციაციების, მომსახურების მომწოდებლების,  ხელისუფლების, დარგით დაინტერესებული პოტენციური ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების   200-ზე მეტი წარმომადგენელი  საქართველოდან და უცხოეთიდან.

 

კონგრესზე განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდება რძის ბიზნესში არსებულ ადგილობრივ და გლობალურ ტენდენციებზე, რძის სექტორში უვნებლობისა და გარემოზე ზემოქმედების  საკითხებს. ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დარგის უცხოელ ექსპერტებს დაეთმობათ, რომლებიც კონგრესის დამსწრეებს მერძეული ფერმის ეფექტური მართვის თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებს და სიახლეებს გააცნობენ.  მონაწილეებს საშუალება ექნებათ  გაეცნონ მერძეული მესაქონლეობის სფეროში არსებულ მოწინავე ტექნოლოგიურ სიახლეებს და  პრაქტიკულ მაგალითებს   რეგიონის რძის მწარმოებლებისა და ფერმერული ორგანიზაციების გამოცდილებაზე დაყრდნობით.

 

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაუკავშირდით მერაბ ჩხარტიშვილს: +995 599 743 777, office@georgiandairy.org
ორგანიზაციული საკითხებისთვის: კატერინა პობერეჟნა: +995 599 111 073