წარმოება, წველადობა, სულადობა - ინტენსიური ფერმების მაჩვენებლები - 2019 წლის აპრილი

 

უკვე წლებია საქართველოში ნედლი რძე დეფიციტშია. ხარისხიანი რძის არა-სეოზნურ მიწოდებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რაც განაპირობებს იმას რომ ქართულ ინტენსიურ ფერმებს ნედლი რძის მაღალ ფასად გაყიდვა შეუძლიათ. მომგებიანობის ინიდკატორი რომელიც ასეთი ფერმებისთვის დაითვლება გვეუბნება რომ ეს ბიზნესი მომგებიანია და ფერმერებს ექსპანსია უნდა სურდეთ. ამ სტატიაში განვიხილავთ თუ რამდენად შეესაბამება ეს დასკვნა რეალობას. უფრო კონკრეტულად, დავაკვირდებით თუ როგორ შეიცვალა რძის წარმოების, პირუტყვის სულადობისა და მისი წველადობის საშუალო მაჩვენებლები ქართული ინტენსიური ფერმებისთვის.

შენიშვნა: მონაცემები ეფუძნება 5 ტიპიური ქართული ინტენსიური ფერმის მონაცემებს

როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, ტიპიურ ქართულ ინტენსიურ ფერმაზე:

  1. სამივე მაჩვენებელი აღმავალი ტრენდით ხასიათდება
  2. რძის წარმოების ზრდა მეტწილად მეწველი ძროხების რაოდენობის მატებითაა განპირობებული

საწყის პერიოდთან შედარებით 2019 წლის აპრილისთვის:

  1. ფერმაზე რძის დღიური წარმოება გასამმაგებულია
  2. მეწველი ძროხების რაოდენობა კი გაორმაგების შემდეგ კვლავ იზრდება
  3. საშუალო დღიური წველადობა ერთ მეწველ ძროხაზე 35%-ითაა გაზრდილი

ინტენსიური ფერმების ინდექსები მომგებიანობის ინდიკატორის მიერ დახატულ სურათს ადასტურებს: ხარისხიანი რძის (წლის განმავლობაში) სტაბილური წარმოება მომგებიანი ბიზნესია. ადგილობრივი ფერმები რძის მიწოდებას ზრდიან, როგორც წარმოების ექსპანსიით ისე წველადობის გაუმჯობესებით - რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ბიზნესი მართლაც მომგებიანია. უკვე არსებული ფერმების განვითარების პარალელურად, ვაკვირდებით რომ ჩნდება ახალი ფერმებიც.

მომავალში ინტენსიური მერძეული სექტორის ზრდის შესაძლებლობები კვლავ მაღალია: მიუხედავად ასეთი ფერმების წრაფი ზრდისა, ხარისხიანი ნედლი რძე კვლავ დეფიციტურ პროდუქტად რჩება. ჩვენს მიერ გამოკითხული გადამამუშავებლები აღნიშნავენ რომ მნიშვნელოვნად გაზრდიდნენ ხარისხიანი ნედლი რძის შესყიდვებს მისი არსებობის შემთხვევაში.

 


მეთოდოლოგია

ეყრდნობა ტიპიური ქართული 5 ინტენსიური ფერმის მონაცემებს

გამოიყენება ცვლადები (მაჩვენებლები):

რძის წარმოება - რძის წარმოება ფერმაზე, ლიტრი/დღე

წველადობა - მეწველი ფურის წველადობა, ლიტრი/დღე

სულადობა - მეწველი ფურის რაოდენობა, სული/დღე

ყოველ თვე, საშუალოთვიური მაჩვენებლების მისაღებად:

  1. დაითვლება საშუალო თვის დასაწყისსა და დასასრულს შორის თითოეული ფერმისთვის;
  2. (1)-დან დაითვლება მაჩვენებლების საშუალო შეოწნილი ცვლილება (%-ში) 5 ფერმისთვის
  3. ახალ პერიოდში შესაბამისი მაჩვენებელი იცვლება (2)-ში მიღებული %-ით

მონაცემები გამოყენებულ ცვლადებზე მიიღება რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა მონიტორინგის შედეგად

138

 

მსგავსი

 

ახალგაზრდა ფერმერმა შოთა მუხიგულაშვილმა დუშეთში მესაქონლეობის ფერმა შექმნა

 

რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა ფერმერმა შოთა მუხიგულაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტ...

დღეს თბილისში მერძევე მესაქონლეობის სამდღიანი ტრენინგის დასკვნითი სწავლება მიმდინარეობს

 

დღეს თბილისში „სასტუმრო მუზეუმში“ მესაქონლეობის სამდღიანი ტრენინგის...

ესტონელმა სპეციალისტმა კალე კასკმა ქართველი ფერმერებისთვის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მასტერკლასი ჩაატარა

 

„საქართველოს მერძევეობის ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს სურსათისა...