ცხოველთა სასაკლაოების სტატისტიკა 2019 წლის II კვარტალის მდგომარეობით

 


2019 წლის II კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 22.8 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15.8 პროცენტი - კახეთში, 11.9 პროცენტი - იმერეთში, 11.9 პროცენტი - შიდა ქართლში, 9.9 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 27.7 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 98.7 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 42.8 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 57.2 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2,970.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში 10,248.0 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 39.3 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.3 პროცენტი - ფრინველის, 16.8 პროცენტი - ღორის, 2.4 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

მომსახურება გაეწია 9.7 ათას პირს, საიდანაც 35.6 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 908 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 23.9 ლარი, ცხვრის ან თხის - 8.4 ლარი, ხოლო ღორის - 21.7 ლარი.

159

 

მსგავსი

 

პირუტყვის ხორცს სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქტებიდან მეორე ადგილი უკავია

 

2019 წლის II კვარტალში საქართველოში 54 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდ...

პირუტყვის სულადობის შემცირების მიუხედავად, საქართველოში რძის წარმოება იზრდება

 

ქვეყანაში წარმოებული რძის რაოდენობა იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სა...

აგრარული ბაზრისა და ბაზრობების 2018 წლის სტატისტიკა

 

საქართველოს სატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დ...

 

comments powered by Disqus