,,თუშური გუდის“ და ,,სულგუნის“ სენსორული ანალიზი

საქპატენტის ოფისში იგეგმება "თუშური გუდისა" და "სულგუნის" სენსორული ანალიზი (ორგანოლეპტიკა, შედგენილობა).

ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების ,,სულგუნისა“ და ,,თუშური გუდის“ წარმოების სპეციფიკაციების გადახედვისა და გაუმჯობესების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებული პროექტის „მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით“ ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ოფისში, ჩატარდება აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნების სენსორული ანალიზი (ორგანოლეპტიკა, შედგენილობა).

შეხვედრა გაიმართება 2018 წლის, 15 თებერვალს, 09:30-16:00 საათამდე, საქპატენტის მცხეთის ოფისში (ანტიოქიის ქ. N5).

დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობის მისაღებად უნდა მოგვმართონ არაუგვიანეს 12 თებერვლისა.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო ურთიერთობათა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი 

ანი ხოშტარია

ტელ.:(+995 32) 225-25-33 (158); მობ.: (+995 595)61-57-57);

ელ-ფოსტა: akhoshtaria@sakpatenti.org.ge

წყარო: www.sakpatenti.gov.ge

137

 

მსგავსი

 

სულგუნის ინდექსი - 30-04-18

როგორც მოსალოდნელი იყო, სულგუნი ყველის მწარმოებელთა მომგებიანობამ ზრდა მიმდინარე წლის აპრილშიც გა...

"ალაზნისთავი“ ბიო სტანდარტების გუდის ყველის წარმოებას დაიწყებს

ბიო სტანდარტების გუდის ყველის წარმოების შესახებ, კოოპერატივ "ალაზნისთავის" დამფუძნებელი...

სულგუნის ინდექსი - 2018 წლის მარტი - მომგებიანობა გაიზარდა, მაგრამ მაინც ჩამორჩება შარშანდელ მაჩვენებელს

სულგუნის ინდექსი გვიჩვენებს სულგუნისა და ნედლი რძის საშუალო საბითუმო ფასების თანაფ...

 

comments powered by Disqus