უახლოეს პერიოდში ცაგერში რძის გადამამუშავებელი საწარმო „ჭრელა 2017“ -ი ამოქმედდება

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ჭრელა-2017“-ს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი გადაეცა. „ჭრელა-2017“-ის  რძის გადამმუშავებელი საწარმო  ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაში უახლოეს მომავალში ამოქმედდება. 

კოოპერატივ „ჭრელა 2017“-ის მეპაიეებს კოოპერატივების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და რეგიონული განვითარების და  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  შეხვდნენ და   რძის გადამმუშავებელი საწარმოს აღჭურვის პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა  „ჭრელა 2017“-მა 90%-იანი თანადაფინანსებით  ტრაქტორი მიიღო გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

კოოპერატივში 14 მეპაიეა, მობილიზებული ფურების რაოდენობა 201-ს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 412 ჰა  სათიბ-საძოვარი  25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის„ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  კოოპერატივის რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოს  აღჭურვა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს,  თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას დაიწყებს.  

სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ჭრელა 2017-ს“ წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ტექნიკის გამოყენებით  ადგილზე თავად მოახდინონ საქონლისათვის საკვების დამზადება,  კოოპერაციულ საწარმოში  გადაამუშაონ მიღებული რძე და  საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად  შემოსავლები გაზარდონ.

შეგახსენებთ, რომ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ამ დროისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული. პროგრამის დაფინანსება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან განხორციელდა.

 

246

 

მსგავსი

 

კოპერატივმა „ახალგაზრდა ფერმერმა“ აგარაში თანამედროვე მერძეული ფერმა გახსნა

 

„ახალგაზრდა ფერმერი“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია, რომელიც რამდენი...

კოოპერატივ „ყვარის მთის“ რძის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებას თებერვლში დაიწყებს  

 

თიანეთის მუნიციპალიტეტში კოოპერატივ „ყვარის მთის“ რძის გადამამუშავებ...

კოოპერატივ „ახალი პროდუქტი“ -ს რძის გადამამუშავებელი საწარმო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ახალი პროდუქტის“ რძის გადამამუშავებელი...

 

comments powered by Disqus