უკრაინა - კრიზისით გამოწვეული პოზიტიური ცვლილება

 

უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია კრიზისის პოზიტიურ მხარეზე საუბრობს: უკრაინაში, 2020 წლის პირველ კვარტალში უმაღლესი ხარისხის, „ექსტრა“, რძის წილმა ყველა დანარჩენს გადაასწრო. ასეთი რამ დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში პირველად მოხდა.

უკრაინაში რძის წარმოების საერთო მოცულობის შემცირების მიუხედავად, მაღალი ხარისხის რძის წილი ბოლო 10 წელია სტაბილურად იზრდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, უკრაინელი გადამამუშავებლებისათვის ჩაბარებული რძის (644.7 ათასი ტონის) თითქმის 36%-ს „ექსტრა“ კლასის რძე შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი უპრეცენდენტოა და მას ორი მიზეზი აქვს:

  • შემცირდა უფრო დაბალი ხარისხის რძის რაოდენობები
  • პარალელურად კი უმაღლესი ხარისხის რაოდენობა გაიზარდა

უკრაინელმა მერძევეებმა, წლევანდელ პირველ კვარტალში წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 38.5%-ით (64.3 ათასი ტონით) მეტი უმაღლესი ხარისხის ნედლი რძე მიაწოდეს ბაზარს. მნიშვნელოვნად შემცირდა „ექსტრაზე“ დაბალი ხარისხის რძის მასშტაბები. განსაკუთრებით დიდი კლება ფიქსირდება ყველაზე ნაკლებად ეფექტურ მწარმოებლებში - „მეორე“ ხარისხის რძის მიწოდება 76%-ით შემცირდა - გასულ წელს, დაბალეფექტიან მწარმოებლებს ნახირის შემცირება მოუწიათ.

უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციაში ვარაუდობენ რომ კარანტინსა და რძის მწარმოებელთა გაფრთხილებას (კრიზისის რისკებზე) შესაძლოა  გარკვეული დადებითი ეფექტიც ჰქონოდა: აშკარაა რომ ფერმები მეტ ენერგიას დებენ ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.

ბოლო წლებში მაღალი ხარისხის რძის მასშტაბების ზრდა საქართველოშიც შეინიშნება, თუმცა ხარისხიანი რძის წილი მთლიან მიწოდებაში კვლავ დაბალ დონეზე რჩება (დაახლოებით 20-25 ათასი ტონა წელიწადში). წელს ქართველი ფერმერებისთვის ძველ პრობლემებს პირუტყვის საკვების საგრძნობი გაძვირებაც დაემატა, რაც ფასებით გამოწვეულ ზრდის სტიმულებზე ნეგატიურად აისახა. საყურადღებოა რომ დაბალეფექტიან მწარმოებლებს პრობლემები ქართულ ბაზარზეც აქვსთ, რძის ფასი კი გაზრდილია - ახლა წარმოების დახვეწა და რძის ხარისხის კიდევ უფრო მეტი ამაღლება შესაძლოა ბევრად უფრო მომგებიანი იყოს ვიდრე უწინ.


წყაროები: უკრაინის რძის სექტორი - უკრაინის მერძევეთა ასოციაცია; ქართული რძის სექტორი - GeorgianDairy.org

198

 

მსგავსი

 

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი – 2020 VIII

 

ქართული ინტენსიური მერძეული მეურნეობების მომგებიანობის ინდიკატორი კვლავ გაუარესე...

რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი – 2020 VIII

 

აგვისტოსთვის, სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში რძის გადამუშავების მომგებია...

რძის პროდუქტების იმპორტი - 2020-08

 

2020 წლის აგვისტოში რძის პროდუქტების იმპორტმა ნედლი რძის ექვივალენტში 12 მილიონი...