უკრაინაში მეცხოველეობის განვითარებისთვის 3.5 მილიარდი გრივნა დაიხარჯება

27 მარტს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიმდინარე წლის მეცხოველეობის მხარდამჭერი პროექტის ფულადი სახსრების განაწილების შესახებ ბრძანება მიიღო. მეცხოველების მხარდამჭერი პროექტის ბიუჯეტი 3,5 მილიარდ გრივნას შეადგენს, იუწყება „ინფაგრო“.

მთლიანი თანხიდან 700 მილიონი გრივნის დახარჯვა პირუტყვის შენახვაზე იგეგმება, 700 მილიონი გრივნა დაიხარჯება ასევე მოზარდეულის გამოზრდაზე. 950 მილიონი გრივნა კი თანამედროვე ფერმების და რძის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა/რეკონსტრუქციას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ ფერმების/გადამამუშავებელი საწარმოების აქტიურ მენეჯერებს მიმდინარე წელს უფრო მეტი შანსი აქვთ მოიზიდონ დამატებითი ფინანსები საკუთარი წარმოების გასაძლიერებლად, გასულ წლებთან შედარებით. 

წყარო: agri-gator.com.ua

 

31

 

მსგავსი

 

2019 წელს მეცხოველეობის განვითარებისთვის მრავალმილიონიანი პროექტები იწყება

2019 წელს საქართველოს მთავრობა მეცხოველეობის განვითარებ...

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO...

 

comments powered by Disqus