anonym 4 თვის უკან
0 0
...
სერგეი ტელიუკ
4 თვის უკან

ბიოლოგიურად სუფთა საკვები ძალიან ზოგადი ცნებაა. დააზუსტეთ რას გულისხმობთ ბიოორგანული წესით წარმოებულ საკვებს თუ სხვა რამეს. რაც შეეხება 1-3 თვემდე ასაკის ხბოს კვებას სხვადასხვა სქემები არსებობს:
ზოგიერთი ხბოსთვის რძის მიცემას 45 დღის შემდეგ წყვეტს, ზოგიერთი 60 დღის შემდეგ, ზოგიერთი 90 დღის შემდეგ და მთლიანად კომბინირებულ საკვებზე გადაჰყავს. კომბინირებული საკვები შესაძლებელია იგივე იყოს, რასაც მეწველი ძროხას აძლევთ ან პირველ თვეს სპეციალურად ხბოსთვის განკუთვნილი პრესტარტერი იყოს. ზოგი რძეს უწყვეტს მას შემდეგ, რაც ხბო უკვე კომბინირებულ საკვებს მშრალი ნივთიერებაზე გადაანგარიშებით 1 კილოგრამს ჭამს. კომბინიებული საკვები ხბოსთვის მესამე დღიდან თავისუფლად მისაწვდომი უნდა იყოს, რომ ის მას ნელ-ნელა შეეჩვიოს. მაღალპროდუქტიული ჯიშის ძროხის ხბოს რძით კვება შესაძლებელია იყოს დღეში ორჯერ ან სამჯერ, პირველი თვის განმავლობაში 6 ლიტრი, ხოლო მეორე თვის განმავლობაში 8 ლიტრი. ხბომ თლიანობაში მისი ცოცხალი წონის 2.5% საკვები უნდა მიიღოს დღეში მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით. ხბოს წყალი მუდმივად უდგას გვერდით, მაგრამ მას რძის მიწოდებამდე ნახევარი საათით ადრე აცლან და და ისევ უდგამენ რძის კვების დასრულების შემდეგ ნახევარ საათში.

Markdown powered content